იტაგის და მასწავლებლის სახლის ერთობლივი პროექტი მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის განხილვას 04.03.17
დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხო ენების
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 42. მოქმედების სფერო
ეროვნული სასწავლო გეგმა და დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხო ენების
მასწავლებლის სტანდარტი ევროსაბჭოს „ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო
ჩარჩოს“ მითითებების გათვალისწინებით შეიქმნა. სარეკომენდაციო ჩარჩო განსაზღვრავს
ენის ფლობის სამ ძირითად დონეს: A, B და C. ეს სამი დონე ექვს განშტოებად იყოფა: A1, A2, B1,
B2, C1, C2. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უცხოური ენის მოსწავლის სტანდარტი
მიზნად ისახავს B1 დონის დაძლევას. მასწავლებლის სტანდარტი შეესაბამება B2 დონის
მოთხოვნებს.
მუხლი 43. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხო ენების
მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
ა) მიმართულება – მოსმენა:
ა.ა) სამიზნე ენაზე მოსაუბრეთა საუბრის გაგება;
ა.ბ) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებებისა და
ინსტრუქციების გაგება;
ა.გ) ფილმების ენის გაგება, თუკი არ გამოიყენება სპეციფიკური სლენგი;
ა.დ) გარკვევით, სტანდარტულ ენაზე ჩაწერილი საინფორმაციო აუდიოჩანაწერებისა და
ტელე-რადიო-გადაცემების (ინტერვიუ, რეპორტაჟი, სპორტული ანგარიში, ამინდის
პროგნოზი, ახალი ამბები და სხვა) გაგება;
ა.ე) შინაარსობრივად რთულ მოხსენებებში ძირითადი დედააზრის გაგება;
ა.ვ) პროფესიულ ინტერესებთან დაკავშირებით (მეთოდური, ინტერკულტურული ხასიათის)
შინაარსობრივად რთული მოხსენებების გაგება;
ა.ზ) მოსმენის მიზნის განსაზღვრა და სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
ბ) მიმართულება – ლაპარაკი:
ბ.ა) ბუნებრივად, დაუბრკოლებლად, შესაბამისი გამოთქმით გაბმულად ლაპარაკი და
უცხოური ენისათვის დამახასიათებელი ინტონაციის დაცვა;
ბ.ბ) ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციებისათვის თავის გართმევა (საკლასო ოთახში
კომუნიკაცია, შეკვეთა, სასტუმროს დაჯავშნა, საქმიანი შეხვედრის დანიშვნა და სხვ.);
2
ბ.გ) ინტერაქციაში მონაწილეობა (აქტუალურ თემებზე საუბარში აქტიური მონაწილეობა);
ბ.დ) საკუთარი გრძნობების გამოხატვა და ოცნებების, იმედების, მიზნების გადმოცემა;
ბ.ე) სატელეფონო საუბრის წარმართვა;
ბ.ვ) დისკუსიის დროს არგუმენტების, ახსნა-განმარტებებისა და კომენტარების საშუალებით
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა, დასაბუთება, დამტკიცება, რჩევის მიცემა;
ბ.ზ) პროფესიულ თემაზე ზეპირი გამოსვლის მომზადება და წარმოდგენა;
ბ.თ) პრობლემის კრიტიკულად აღწერა: დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოკვეთა;
ბ.ი) ყოფითი სადავო სიტუაციების მოგვარება (მაგ.: მეზობელთან, ტრანსპორტის მძღოლთან,
საჯარო მოხელესთან);
ბ.კ) საუბრისას ენობრივი-ლექსიკური და გრამატიკული ნორმების დაცვა;
ბ.ლ) მოსაუბრის, აუდიტორიის განსაზღვრა და შესაბამისი რეგისტრის (ფამილარული,
თავაზიანი, ოფიციალური, ნეიტრალური) შერჩევა;
ბ.მ) ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
გ) მიმართულება – კითხვა:
გ.ა) კორესპონდენციის – სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათის, პირადი წერილის, საქმიანი
წერილის (მათი ელექტრონული ვერსიის) გაგება;
გ.ბ) პრაგმატული ტექსტების (კულინარიული რეცეპტი, კატალოგი, სამარშრუტო გეგმა,
რეკლამა, აფიშა, ანონსი, აბრა, რეცეპტი, ტელე-რადიოპროგრამა, უსაფრთხოების წესები,
გამაფრთხილებელი წარწერა, მენიუ, ბანკომატის ან მობილური ტელეფონის ინსტრუქცია და
სხვ.) გაგება;
გ.გ) შემეცნებით-ინფორმაციული ხასიათის toტექსტების (კულტურის, ბუნებისმეტყველების
და სხვ. სფეროებიდან) გაგება;
გ.დ) პრესის (ინტერვიუ, რეპორტაჟი, ტელეპროგრამა, ქრონიკა, კომიქსი, აქტუალურ თემებზე
დაწერილი სტატიები, მკითხველის გამოხმაურება და სხვა) გაგება;
გ.ე) მხატვრული ლიტერატურის (პოეზიის ნიმუშები, მემუარები, დღიური, რომანი, ნოველა,
ესეი, ბიოგრაფია და სხვა) გაგება (საჭიროებისამებრ, ლექსიკონის დახმარებით);
გ.ვ) ბიოგრაფიის გაგება;
გ.ზ) პროფესიული/მეთოდური/დიდაქტიკური ტექსტების გაგება;
3
გ.თ) კითხვის სხვადასხვა მიზნის გამოკვეთა და შესაბამისი სტრატეგიების (გაცნობითი
(ტექსტის კითხვა ზოგადი შინაარსის გასაგებად), შესწავლითი (ტექსტის კითხვა მისი
დეტალური გაგების მიზნით), ძიებითი (ტექსტის კითხვა რაიმე კონკრეტული ინფორმაციის
მისაღებად)) გამოყენება.
დ) მიმართულება წერა:
დ.ა) პრაგმატული ტექსტების წერა: კულინარიული რეცეპტის, კვირის განრიგის, ანკეტის,
ტელეპროგრამის, ტურისტული ბუკლეტის და სხვ. შექმნა; აპლიკაციის, ბლანკის, ანკეტის და
სხვ. შევსება;
დ.ბ) მიმოწერა (ღია ბარათი, პირადი წერილი, საქმიანი წერილი და მათი ელექტრონული
ვერსიები) და წერილის საშუალებით ინფორმაციის მოპოვება;
დ.გ) ბიოგრაფიის წერა;
დ.დ) შემეცნებით-ინფორმაციული ხასიათის ტექსტის წერა (ისტორიულ/ კულტურულ /
საბუნებისმეტყველო საკითხებზე);
დ.ე) საგაზეთო სტატიების (განცხადების, გამოხმაურების) შექმნა;
დ.ვ) საკუთარი შეხედულების, დამოკიდებულების წერილობით გადმოცემა და დასაბუთება,
პრობლემის წერილობით გამოხატვა;
დ.ზ) სასწავლებელში ან სამუშაო ადგილზე წარსადგენად საკუთარი მონაცემების (მაგ.,
ავტობიოგრაფია) წერა;
დ.თ) სამოტივაციო წერილის წერა;
დ.ი) წერისას ლექსიკური და გრამატიკული ნორმების დაცვა;
დ.კ) წერის მიზნის განსაზღვრა და წერის სტრატეგიების გამოყენება;
დ.ლ) წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის დაცვა მიზნისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით.
მუხლი 44. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხო ენების
მასწავლებლის პროფესიული ცოდნა
1. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხო ენების მასწავლებლის სტანდარტის
შინაარსი არის იმ ენობრივი მასალის ნაკრები, რომელიც სტანდარტში დადგენილი
საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განსავითარებლად გამოიყენება. უცხო ენების მასწავლებელს
შეუძლია ასწავლოს ქვემოთ მოცემული ლექსიკისათვის განკუთვნილი ერთ-ერთი თემა.
2. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის უცხო ენების მასწავლებელმა იცის:
4
ა) პიროვნების იდენტიფიკაცია: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების
ადგილი და თარიღი, ასაკი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა, ეროვნება, წარმომავლობა,
მოქალაქეობა, რელიგური კუთვნილება, სამუშაო ადგილი, გარეგნობა, ხასიათის თვისებები,
ემოცია, გემოვნება, ურთიერთობები (მაგ.: ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები,
ნაცნობები);
ბ) საცხოვრებელი გარემო: ბინა, სახლი, ოთახის ტიპები (მაგ.: საძინებელი, სამზარეულო,
სააბაზანო...), სახლის ნაწილები (მაგ.: სარდაფი, სახურავი, კიბე...), ავეჯი, დეკორაცია (მაგ.:
ხალიჩა, ნახატი, სარკე...), კომუნალური გადასახადები (მაგ.: ქირა,
დენის/წყლის/ტელეფონის/გათბობის გადასახადი...), ტექნიკური ხელსაწყოები (მაგ.: უთო,
შხაპი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი...), ქალაქი (მაგ.: ქუჩა, ტროტუარი,
ლამპიონი, გადასასვლელი...), სოფელი (მაგ.: მინდორი, ფერმა, ეზო...);
გ) დედამიწა და სამყარო: კოსმოსი (მაგ.: მზე, მთვარე, ვარსკვლავი, პლანეტა...), გეოგრაფია
(მაგ.: ეკვატორი, ტროპიკი, ჩრდილოეთი, სამხრეთი...), კონტინენტები და სახელმწიფო (მაგ.:
ჰიმნი, საზღვარი, დედაქალაქი...), ამინდი (მაგ.: ჰავა, წვიმა, თოვლი, მზე...), ლანდშაფტი (მაგ.:
მთა, ბარი, ტყე...), ფლორა და ფაუნა (მაგ: შინაური და გარეული ცხოველები, ფრინველები,
მწერები, მცენარეები, თევზები, ხეები, ყვავილები...);
დ) ყოფა: ძილი (მაგ.: სიზმარი, დაძინება, გაღვიძება), საუზმე, სადილი, ვახშამი, კერძის
მომზადება, ბინის/სახლის მოვლა/დალაგება (მაგ.: სარეცხი, საუთოებელი, ქიმწმენდა...),
საყიდლები (მაგ: სუპერმარკეტში, ბაზარში, საფუნთუშეში, საკანცელარიო მაღაზიაში,
დახლი, სალარო, ფასი, წონა...);
ე) ჯანმრთელობა და ჰიგიენა: სხეულის ნაწილები, ბანაობა (მაგ.: სააბაზანო ნივთები), ჩაცმა
(მაგ: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები, პარფიუმერია)
საპარიკმახეროში (მაგ.: ვარცხნილობა, თმის ფერი...), ექიმთან (მაგ.: საავადმყოფო, დაზღვევა,
ქირურგი, ანალიზი, რეცეპტი, წამალი, აფთიაქი...);
ვ) გართობა, თავისუფალი დრო, სპორტი, ჰობი: კაფე, რესტორანი, კინო (მაგ.: მსახიობი,
რეჟისორი, სცენარი, ეკრანი...), კონცერტი (მაგ.: ოპერა, თეატრი, ბალეტი, სპექტაკლი, დრამა,
კომედია...), დისკოთეკა, სტადიონი, სპორტის სახეობები, სპორტული ტერმინოლოგია და
შეჯიბრები (მაგ.: ფეხბურთი, ჩოგბურთი, სპორტსმენი, გუნდი, მწვრთნელი, მსაჯი,
ჩემპიონატი...), წიგნი (მაგ.: ნოველა, მოთხრობა, ავტორი, პოეზია, ყდა, გამოცემა...);
ზ) მედია: რადიო/ტელევიზია (მაგ.: გადაცემა, წამყვანი, პროგრამა...), ბეჭდური პრესა (მაგ.:
ჟურნალი, გაზეთი, სტატია, სათაური, განცხადება...), ინტერნეტი (მაგ.: ელექტრონული
ფოსტა, ვებგვერდი, ფორუმი, ჩეტი...), მობილური ტელეფონი (მაგ.: კლავიატურა, სმს,
დარეკვა/ზარი...);
5
თ) ტრანსპორტი და მოგზაურობა/დასვენება: ველოსიპედი, ავტომობილი, ტაქსი (მაგ.:
ავტომობილის მარკები, სალონი, ძარა, საბარგული, საბურავი...), ავტობუსი (მაგ.: რეისი,
დანიშნულების ადგილი...), გემი (მაგ.: პორტი, კაიუტა, კაპიტანი...), თვითმფრინავი (მაგ.:
აეროპორტი, ბარგი, საბაჟო, პასპორტი...), მეტრო და მატარებელი (მაგ.: სადგური,
ესკალატორი, მიწისქვეშა გადასასვლელი...), ბილეთის აღება, დაჯავშნა, არდადეგები,
შვებულება (მაგ.: ზამთრის კურორტი, თხილამური, ციგა, ზაფხულის კურორტი, გარუჯვა,
ცურვა...), სასტუმრო (მაგ.: ნომერი, ჯავშანი, მომსახურება, რეგისტრაცია...);
ი) განათლება: სკოლა (მაგ.: გაკვეთილი, მასწავლებელი, სასკოლო ნივთები, სასკოლო
საგნები...), უმაღლესი განათლება (მაგ.: უნივერსიტეტი, პროფესიული სასწავლებელი,
ლექცია, დეკანი, გამოცდა, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ხარისხი...);
კ) ბანკი: საბანკო ოპერაციები (მაგ.: ფულის გადარიცხვა, ანგარიშის გახსნა, ვალუტის
გაცვლა...), ბანკომატი (მაგ.: პინკოდი, თანხის აღება...);
ლ) საქმიანი კონტაქტები: საქმიანობის წარმოჩენა/პრეზენტაცია, საქმიანი დოკუმენტაცია
(მაგ.: სამოტივაციო წერილი, განაცხადის შეტანა, რეზიუმე, განცხადებაზე გამოხმაურება),
საქმიანი შეხვედრა, სამსახური (მაგ.: სამუშაო საათები და გრაფიკი, დასაქმება, დასვენების
დღეები, შემოსავალი, გადასახადები, პენსია, მივლინება, ხელმძღვანელი, ქვეშევრდომი...);
მ) საზოგადოებრივი ცხოვრება: პოლიტიკა, სახელმწიფო წყობა (მაგ.: არჩევნები, კანდიდატი,
ხმის მიცემა, პარტია, პრეზიდენტი, პარლამენტი, მინისტრი, მთავრობა...), სოციალური
მაჩვენებლები (მაგ.: ადამიანის უფლებები, ომი, მშვიდობა, ჯარი, სიმდიდრე, სიღარიბე,
გარემოს დაბინძურება, კრიმინალი, უმუშევრობა, ნარკომანია, პოლიცია, სასამართლო...).
3. მეტყველების ტიპები: თხრობა, აღწერა, ახსნა-განმარტება, დასაბუთება:
ა) სამეტყველო ფუნქციები:
ა.ა) სოციალური ურთიერთობები: მისალმება, დამშვიდობება, მოკითხვა, პიროვნების/თავის
წარდგენა, მობოდიშება, მადლობის გადახდა, კეთილი სურვილების გამოხატვა,
წახალისება/შექება, შეთავაზება, დაპატიჟება, შეხვედრის დანიშვნა, მიმოწერის ეტიკეტი;
ა.ბ) ინფორმაციის გაცვლა: პირადი მონაცემები – სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი, ეროვნება,
წარმომავლობა, რელიგიური კუთვნილება, პროფესია/ხელობა. ჯანმრთელობის
მდგომარეობა, ამინდი, სურვილები / საჭიროებები / მოთხოვნილებები /ოცნებები და სხვ.;
ა.გ) აღწერა-დახასიათება: ადამიანის გარეგნობა, ჩაცმულობა, ხასიათი, საგნის/მოვლენის
აღწერა, დადებითი/უარყოფითი შეფასება;
ა.დ) ემოციები და დამოკიდებულება: სიხარული, კმაყოფილება, ბრაზი, უკმაყოფილება,
გულდაწყვეტა, სინანული, გაკვირვება, ინტერესი, ინდეფერენტულობა,
დადებითი/უარყოფითი შეფასება, შთაბეჭდილება;
6
ა.ე) დროში ორიენტირება: დროში ლოკალიზება (საათი, დღე-ღამის მონაკვეთი, თარიღი,
წელიწადის დრო), ქრონოლოგია, სიხშირე, თანადროულობა, ხანგრძლივობა;
ა.ვ) სივრცეში ორიენტირება: ადგილმდებარეობა,
გზის/გეზის/მიმართულების/დანიშნულების ადგილის მითითება;
ა.ზ) ინსტრუქცია: ნების დართვა, აკრძალვა, რჩევა-დარიგება, თხოვნა;
ა.თ) ლოგიკური კავშირები: მიზეზი, შედეგი, ოპოზიცია, პირობითობა.
4. ინგლისური ენის გრამატიკა
ა) არსებითი სახელი – Nouns:
ა.ა) რიცხვი – Number;
ა.ბ) თვლადი/უთვლადი – Countable/Uncountable forms;
ა.გ) ბრუნება – Possessive forms.
ბ) ნაცვალსახელი – Pronouns:
ბ.ა) ჩვენებითი – Demonstrative;
ბ.ბ) პირის – Personal;
ბ.გ) კუთვნილებითი – Possessive;
ბ.დ) მიმართებითი – Relative;
ბ.ე) კითხვითი – Interrogative;
ბ.ვ) განუსაზღვრელი – Indefinite;
ბ.ზ) უკუქცევითი/განსაზღვრებითი – Reflexive/Emphatic.
გ) არტიკლი – Articles:
გ.ა) განსაზღვრული/განუსაზღვრელი – Definite/Indefinite Articles.
დ) ზედსართავი სახელი – Adjectives:
დ.ა) შედარების ხარისხები – Comparison of Adjectives.
ე) რიცხვითი სახელი – Numerals:
ე.ა) რაოდენობითი/რიგობითი – Cardinal/Ordinal.
7
ვ) ზმნიზედა – Adverb:
ვ.ა) შედარების ხარისხები – Comparison of Adverbs.
ზ) წინდებული – Prepositions:
ზ.ა) Types of preposition (position, distance etc. . .).
თ) სიტყვის წარმოება – Word-building.
ი) ზმნა – Verb:
ი.ა) წესიერი/არაწესიერი, პირიანი/უპირო/მოდალური/ფრაზული – Regular/irregular,
finite/non-finite, modal verbs, phrasal verbs;
ი.ბ) სრულმნიშვნელოვანი/დამხმარე – Main/Auxiliary verbs;
ი.გ) გარდამავალი/გარდაუვალი – Transitive/Intransitive Verbs.
კ) კავშირი – Conjunctions:
კ.ა) მაერთებელი/მაქვემდებარებელი – Coordinating/Subordinating;
ლ) წინადადება – Sentence Types:
ლ.ა) მარტივი/რთული თანწყობილი/ქვეწყობილი – Simple/Compound/Complex;
ლ.ბ)მტკიცებითი/უარყოფითი/კითხვითი – Affirmative/Negative/Interrogative/Imperative;
ლ.გ) მთავარი/დამოკიდებული – Main clause, Subordinate clauses;
ლ.დ) წინადადების წევრები – Parts of the sentence.
მუხლი 45. სწავლების მეთოდები
ა) მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
21
ა.ა) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით ტექსტების შერჩევა და
საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა მოსმენის/კითხვის უნარ-ჩვევის განსავითარებლად;
დასახული მიზნების შესაბამისი დაძლევადი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის
მოსასმენი/საკითხავი დავალებების შერჩევა ან შედგენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა
მიერ ინფორმაციის ეტაპობრივად ამოცნობას;
ა.ბ) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით საგაკვეთილო მიზნების
განსაზღვრა ენობრივი, ზეპირი, წერითი უნარ-ჩვევის განსავითარებლად; დასახული
მიზნების შესაბამისი, განსხვავებული სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა
ცოდნის ათვისების პირველი (წვდომა-გაგება), მეორე (გავარჯიშება) თუ მესამე (დაუფლების)
ფაზისათვის;
ა.გ) გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა კომუნიკაციური უნარ-ჩვევების
განსავითარებლად: სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი მიზნების
განსაზღვრა, ამ მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩევა თუ შედგენა, მოსალოდნელი
შედეგის შინაარსისა და მიზნების რუკის შედგენა, რომელშიც აისახება პროდუქტის
შექმნისათვის საჭირო გრამატიკული მექანიზმები, ლექსიკა, ენობრივი კონსტრუქციები,
საჭირო ენობრივი თუ საკომუნიკაციო უნარები (წინადადებების/აბზაცების აზრობრივი
გადაბმა-შეკავშირება, ენობრივი კონსტრუქციის, გრამატიკული ფორმების გამოყენება,
იდეების ორგანიზება, სტილის დაცვა და სხვა); ამ რუკაზე დაფუძნებით შუალედური და
მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი შესაბამისი განსხვავებული ტიპისა და
სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა ცოდნის ათვისების პირველ (წვდომა-გაგება),
მეორე (გავარჯიშება) თუ მესამე (დაუფლების) ფაზისათვის, დასახული გრძელვადიანი
მიზნის ეტაპობრივად განსახორციელებლად;
ა.დ) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა (მაგ.: პროექტი,
აქტივობები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით,
ინტერდისციპლინარული აქტივობები/პროექტები): მიზნების განსაზღვრა, სხვა საგნებთან
კავშირის დადგენა, მიზნების შესაბამისი იდეის/თემის, დავალების შერჩევა, მონაწილეთა
რაოდენობისა და ფუნქციების განსაზღვრა, განხორციელების ეტაპების, გზების და
საშუალებების განსაზღვრა;
ა.ე) გაკვეთილისთვის შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად
საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და
სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური,
ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; შეფასების მიზნებისა და
სტრატეგიების განსაზღვრა.
ბ) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების (საგაკვეთილო პროცესის)
წარმართვა:
22
ბ.ა) გაკვეთილების ჩატარება გეგმის მიხედვით;
ბ.ბ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას
საკითხავი/მოსასმენი ტექსტის მიმართ, მაგალითად: ტექსტის შერჩევისას მოსწავლეთა
შესაძლებობის, ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება,
წინმსწრები სამოტივაცო აქტივობების გამოყენება – ვარაუდების გამოთქმა,
შინაარსის/ინფორმაციის მოსწავლის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება, მოსწავლის
ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ამოცანების დასმა და სხვა;
ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება უცხოურ ენაზე ზეპირ თუ წერით აქტივობაში ჩასაბმელად,
მაგალითად: სახალისო საკომუნიკაციო სიტუაციების, მოსწავლის ინტერესებთან და პირად
გამოცდილებასთან დაკავშირებული თემების/საკითხების შერჩევა, თვითგამოხატვის
საშუალების შეთავაზება, არჩევანის (თემა, ადრესატი, ფორმატი) საშუალების მიცემა,
დაძლევადი სასაუბრო ამოცანების შეთავაზება და სხვა;
ბ.დ) მოსწავლეებისათვის მოსასმენი/საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის
უნარ-ჩვევების განვითარება და მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგალითად:
ნაცნობ/არავერბალურ ელემენტებზე დაფუძნებით უცნობი ელემენტების ამოცნობა,
მოსმენის/კითხვის მიზნის გათვალისწინება, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება
(გაცნობითი/ძიებითი/შესწავლითი კითხვა) ლექსიკონის გამოყენება/შედგენა და სხვა;
ბ.ე) მოსწავლეებისათვის სამეტყველო/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის
უნარ-ჩვევების განვითარება, მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგალითად: იდეების
ჩამოწერა/დახარისხება, დაგეგმვა, საჭირო ენობრივი მასალის (საკვანძო სიტყვები,
გრამატიკული სტრუქტურა, ზმნის დრო და სხვა) თავმოყრა, სამუშაო ვარიანტის
გაუმჯობესება თვითშეფასების/თანაშეფასების გზით, საკომპენსაციო საშუალებების
გამოყენება, მეწყვილესთან გავარჯიშება და სხვა;
ბ.ვ) ენობრივ-ლექსიკური ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების
განვითარება, მოსწავლეების სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგალითად: გრამატიკულ
მოდელებზე დაკვირვება და მექანიზმების/კანონზომიერების დამოუკიდებლად ამოცნობა,
სქემების, სტრუქტურული მოდელების გამოყენება გავარჯიშების პროცესში, პირადი
ლექსიკონის შედგენა, დამახსოვრების სხვადასხვა ხერხის გამოყენება და სხვა;
ბ.ზ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის ჩაბმას
მოსასმენ/საკითხავ/გრამატიკულ აქტივობებში, მაგალითად: დიფერენცირებული
მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით,
მოსასმენი/საკითხავი/გრამატიკული ამოცანების დასმა, კლასში პასუხების/მოსაზრებების
შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, მოსწავლეთა ტექსტთან/გრამატიკულ მოდელებთან
მიბრუნება მოსაზრებების დასაბუთების მიზნით, კონტექსტზე დაფუძნებით ამოცნობის,
ვარაუდების გამოთქმის ხელშეწყობა და სხვა;
23
ბ.თ) მიღწევების დამოუკიდებლად გაუმჯობესების უნარ-ჩვევების ხელშეწყობა, მაგალითად:
მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასების და
თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ
პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ
პრობლემათა გადაჭრის გზები, გამოიყენონ/შექმნან რესურსები (მოდელები, ცნობარი,
ტაბულები, ლექსიკონი), სამუშაო დაყონ მონაკვეთებად და სხვა;
ბ.ი) დავალების ინსტრუქციების ნათლად ჩამოყალიბება/ინტერპრეტირება.
გ) მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული
სასწავლო პროცესის შეფასებისას:
გ.ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების
მიზნით: მდგომარეობის შემოწმება ცოდნის ათვისების სამივე ფაზაში (I. წვდომა; II.
გავარჯიშება; III. დაუფლება), კონკრეტული პრობლემების გამოვლენა, მათი წარმომშობი
მიზეზების და სათანადო აქტივობების დაგეგმვა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად;
გ.ბ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე ფაზაში;
გ.გ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების
შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური
დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება
და თითოეული კრიტერიუმის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების
გათვალისწინებით;
გ.დ) შეფასების წარმოება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად:
სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი კრიტერიუმების შერჩევა-შემუშავება
(შემოქმედებითობა, თანამშრომლობის უნარი, ორგანიზებულობა და სხვა).
დ) დაწყებითი საფეხურზე უცხოური ენის სწავლა/სწავლების სპეციფიკის გათვალისწინება:
დ.ა) სტანდარტის მოთხოვნებზე დაფუძნებით სასწავლო პროცესის დაგეგმვის,
განხორციელებისა და შეფასებისას უპირატესობის მინიჭება სწავლების ისეთი
სტრატეგიებისათვის, რომლებიც ააქტიურებს სენსორულ (ხედვა, ყნოსვა, გემო, სმენა, შეხება),
კინესთეტურ (რეცეპტორების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც ადამიანი აღიქვამს
მოძრაობას), მოტორულ სისტემებთან და წარმოსახვასთან დაკავშირებულ აზროვნების
(არაანალიტიკურ) პროცესებს, მაგალითად: მასალის ახსნისას თვალსაჩინოებების,
ანალოგიების, იგავური ენის, მეტაფორების, მიმიკა-ჟესტიკულაციის გამოყენება, მასალის
ასათვისებლად თუ ცოდნის შესაფასებლად როლების გათამაშება, მინისპექტაკლების
დადგმა, დახატვა-გაფერადება, მასალის მანიპულირება, ლოტოებით თამაში, მუსიკის
მოსმენა, სიმღერა, განსახიერება და სხვა;
24
დ.ბ) კითხვის ორი უნარ-ჩვევის – ხმამაღალი კითხვის და კითხვა-გაგების ერთმანეთისაგან
გარჩევა და ორივე უნარის წარმატებით განსავითარებლად სწავლების სათანადო
სტრატეგიების გამოყენება, ასევე კითხვის ჩუმი და ხმამაღალი ტექნიკების
დანიშნულებისამებრ გამოყენება;
დ.გ) წერის სამი უნარ-ჩვევის – მოტორიკის, კოდირების ანუ ბგერების ასოებად ქცევისა და
შექმნა-შედგენის ერთმანეთისაგან გარჩევა და სამივე უნარის განსავითარებლად სათანადო
აქტივობების გამოყენება;
დ.დ) მოზარდების კომუნიკაციური უნარ-ჩვევის დაუფლებისათვის მომზადება:
განსავითარებელი უნარების (მოსმენა-გაგება, სმენითი დისკრიმინაცია ანუ ბგერების სმენით
გარჩევა, ხედვითი დისკრიმინაცია ანუ თვალით ასოების/მარცვლების/სიტყვების გარჩევა,
მხედველობითი მეხსიერება, გამოთქმა, ტექსტების ზეპირად თქმა, ინტერაქცია,
სიტყვების/მინიტექსტის გაგება კითხვის ჩუმი ტექნიკის გამოყენებით, ხმამაღალი კითხვა,
ასოების მოხაზვა, სიტყვების გამოწერა, მინიტექსტის შედგენა და სხვა) გაცნობიერება და
დაწყებითი საფეხურის ამა თუ იმ ეტაპზე პრიორიტეტული უნარებისა და მათი
განვითარებისათვის სწავლების სტრატეგიების განსაზღვრა.
ე) უცხოური ენის სწავლება მოსწავლის პიროვნული, კულტურული და ინტერკულტურული
განვითარების უზრუნვესაყოფად როგორც დაწყებით, ისე საბაზო თუ საშუალო საფეხურზე:
ე.ა) მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების/ამოცანების შეთავაზება, რომლებიც ხელს უწყობს
შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
ე.ბ) მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების/ამოცანების შეთავაზება, რომელთა გადაჭრაც
ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
ე.გ) სოციალურ-კულტურული და კულტურული თვალსაზრისით მდიდარი რესურსების
შერჩევა და მათზე დაფუძნებით ისეთი აქტივობების აგება, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს
გამოიწვევს;
ე.დ) ისეთი აქტივობების შერჩევა ან შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს,
გაავლონ პარალელი უცხოურ და მშობლიურ სოციოკულტურულ სამყაროებს შორის,
ამოიცნონ და გააანალიზონ მსგავსებები და განსხვავებები, დამკვიდრებული
სტერეოტიპული შეხედულებები.
ვ) პირველი უცხოური ენის და მეორე უცხოური ენის სწავლების სპეციფიკის გათვალისწინება
და გამოყენება.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (ძირითადი ნაწილი)
|
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითადი ნაწილი გადამუშავდა და დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსტრის მიერ 2014 წლის მარტში. აღნიშნული სტანდარტი, რომელიც საერთოა ყველა საგნის მასწავლებლისათვის, დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად:
· პროფესიული მახასიათებლები
· სასწავლო პროცესის მართვა
· პროფესიული განვითარება.
პროფესიული მახასიათებლები გულისხმობს ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ერთობლიობას ყველა კატეგორიის მასწავლებლისთვის.სასწავლო პროცესის მართვა გულისხმობს უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და მრავალმხრივი შეფასების სისტემის გამოყენებას. პროფესიული განვითარება გულისხმობს მასწავლებლის დაინტერესებას საკუთარი პროფესიული განვითარებით; კოლეგებთან თანამშრომლობას მოსწავლეთა სასწავლო და აღმზრდელობითი პრობლემების დაძლევის, პროფესიული საჭიროებების დადგენისა და პროფესიული განვითარებისთვის. წინამდებარე მასწავლებლის სტანდარტი ადგენს მასწავლებელის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას:
1. პრაქტიკოსი მასწავლებელი;
2. წარჩინებული მასწავლებელი;
3. მკვლევარი მასწავლებელი;
4. მენტორი მასწავლებელი.
სტანდარტში გაწერილია თითეული კატეგორიისათვის აუცილებელი შესასრულებელი პირობები. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი საფუძვლად დაედება მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიულ განვითარების ერთიან სისტემას.
|
29.08/30.08/31.08/01.09
საგაკვეთილო დაკვირვება 18/19 ნოემბერი 2017 წელი.
No comments:
Post a Comment