Pages

შიდა დაკვირვების გაკვეთილი











                                 გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი : თამარ კეკელია
 ჩატარების თარიღი:30.03.18
გაკვეთილის თემა / მიზანი: “ Our memories “  - „ჩვენი მოგონებები“
მოსწავლემ შეძლოს წარსულ დროში ზმნა „ ყოფნის“ გამოყენება.
სწავლების საფეხური /კლასი: უცხ.დ.II /მესამე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი:  კლასში არ ირიცხება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორები: მიმართულება -მოსმენა : უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.
მიმართულება -კითხვა: უცხ.დ.II.5. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-
წაკითხვა.
მიმართულება- წერა: უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.
მიმართულება -ლაპარაკი: უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
მიმართულება- სწავლის სწავლა: უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.
საკლასო მენეჯმენტი: ინდივიდუალური/ ჯგუფური მუშაობა
სასწავლო რესურსი: კომპიუტერი, საწერი კალმები, სამუშაო ფურცლები
წინასწარი ცოდნა და სავარაუდო პრობლემა რომელიც შეიძლება წარმოიქმნას:  მოსწავლეებს აქვთ ცოდნა და შეუძლიათ გამოიყენონ ზმნა ყოფნა  როგორც დადებით ასევე კითხვით და უარყოფით ფორმაში-ახლანდელ დროში / მარტივ წინადადებებში, ასევე ფლობენ ლექსიკას რომელიც დაჭირდებათ  კონკრეტულ აქტივობებში.( ფერები, სხვა ზმნისზედები სიტუაციისა და საგნის დასახასიათებლად)
შესაძლოა რამოდენიმე მოსწავლემ არ იცოდეს ზოგიერთი ლექსიკური ერთეულის მნიშვნელობა. პრობლემის გადაჭრის გზა: ასეთი მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კონტექსტიდან სიტყვის მნიშვნელობის გამოცნობას, ასევე ჯგუფური მუშაობის დროს თანაკლასელების დახმარებით სიტყვის მნიშვნელობის გაგებას.
აქტივობები და დრო: აქტივობა № 1 მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს პოსტერს (აფიშას) სადაც ზმნა ყოფნა გამოყენებულია როგორც ახლანდელ დროში ( არსებული ცოდნის გააქტიურება) ასევე წარსულ დროში-მასწავლებელი ხსნის ზმნა ყოფნის გამოყენებას წარსულ დროში დადებით , კითხვით და უარყოფით წინადადებებში პირის ნაცვალსახელებთან.
დრო: 8 წუთი


აქტივობა № 2  მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეოს რომელიც შექმნილია მათი სურათების გამოყენებით,სადაც წარმოდგენილია ზმნა ყოფნა როგორც ახლანდელ ასევე წარსულ დროში. 
დრო -2 წუთი

აქტივობა № 3  მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ორ სხვადასხვა დავალებას ჯგუფში მყოფი მოსწავლეების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დავალება ნომერი 1 მოიცავს წინადადებების შედგენას ფოტებზე დაყრდნობით. დავალება ნომერი 2 მოიცავს მოცემული წინდადადებების დაწარას წარსულ დროში.
დრო : 7 წუთი
თითოეული ჯგუფის წევრი წარადგენს ერთ წინადადებას, ჯგუფში თავად მოსწავლეები ინაწილებენ წარსადგენ წინადადებებს.
დრო: 4 წუთი
აქტივობა № 4  მასწავლებელი კითხულობს ტექსტს : „ სასაცილო მონსტრი“, მოსწავლეები უსმენენ,რის შემდეგაც ინდივიდუალურად ავსებენ ტექსტში გამოტოვებულ ზმნა ყოფნას წარსულ დროში. თითოეული მოსწავლე რიგითობის მიხედვით  კითხულობს თითო წინადადებას,ხოლო დანარჩენი მოსწავლეები ასწორებენ და გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას განსხვავებულობის შემთხვევაში.
მოსწავლეებს უნვითარდებათ თვითშეფასების უნარი ასევე ინტრა და ინტერ პერსონალური ინტელელქტი.
დრო:  14 წუთი  ( მასწავლებლის ტექსტის პრეზენტაცია -2 წუთი/ მოსწავლეთა სამუშაო დრო-8 წუთი,  პრეზენტაცია -4 წუთი)
საშინაო დავალება : შესრულებული სამუშაოს განსამტკიცებლად მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება :  
დრო-2 წუთი
·         ტექსტის სწავლა-თხრობით
·         ახალი სიტყვების გადაწერა ლექსიკონის რვეულში- სწავლა
·         მოცემული ორი წინადადების კითხვით და უარყოფით ფორმაში გადაყვანა.
მასწავლებელი დებს დავალებას კლასის ბლოგზე- მშობლების ინფორმირებისთვის:
                                                               http://englishtk.blogspot.com
შეფასება:   განმავითარებელი კომენტარი; წამახალისებელი სერთიფიკატი.
დრო : 3 წუთი
მასწავლებელი აჯამებს განხილულ საკითხს, ყურადღებას ამახვილებს დაშვებულ შეცდომებზე ( არსებობის შემთხვევაში)სამუშაო პროცესში, რომელსაც ინიშნავს.
გადასცემს ინდივიდუალურად ყველა მოსწავლეს წამახალისებელ სერთიფიკატს საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

გაკვეთილის შეფასება:
საგაკვეთილო მიზანი სრულად იქნა მიღწეული,გაკვეთილს ესწრებოდა 22 მოსწავლიდან- 20 მოსწავლე. საგაკვეთილო პროცესი წარიმართა ისე, რომ მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს სურვილი დაშვებული შეცდომებზე გაეკეთებინათ განმარტებები, შესაბამისად გაკვეთილის ბოლოს მხოლოდ გაკვეთილის შეჯამება მომიხდა, ხოლო შემდეგი გაკვეთილის აქტივობად დავგეგმა საგაკვეთილო მიზნის განსამტკიცებელი დავალებების შესრულება,რომელზე გადასვლის საშუალებასაც იძლეოდა საშინაო დავალებაში მიცემული მასალა.
 მოსწავლეებმა ისწავლეს ზმნა „ყოფნა“ წარსულ დროში და მისი გამოყენების წესები. უცხოური ენის სწავლება სწავლების მიმართულებებიდან ამოღებული მიზნები რომელიც ორიენტირებულია შედეგზე იქნა მიღწეული :
მიმართულება -მოსმენა :
უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება. (სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე
ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.)
მოსწავლეები ასრულებდნენ თითოეული აქტივობის წინ მითითებებს და ინსტრუქციებს.

მიმართულება -კითხვა:
უცხ.დ.II.5.მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.(შიფრავს და ხმამაღლა კითხულობს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს).
აქტივობა რომელიც მოითხოვდა პატარა წინადადებების ინდივუდუალურად ამოკითხვას-გამოტოვებული ადგილების შევსებას ზმნა ყოფნით წარსულ დროში დაძლეული იქნა მოსწავლეების მიერ,ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მათ ჯერს და  კითხულობდნენ შესრულებულ დავალებას.

მიმართულება- წერა:
უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.
(ავსებს ნაკლულ ტექსტს საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით;ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაიწერს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს).
მოსწავლეებმა შეძლეს გამოტოვებული ზმნების შევსება, ასევე მიწოდებული წყაროდან მოკლე წინადადებების შედგენა-დაწერა)
მიმართულება -ლაპარაკი:
უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
(მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით)

მოსწავლეები აქტიურად პასუხობდნენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე, გამოწვევის ფაზაზე, ასევე ახდენდნენ არავერბარული გზით თანაკლასელთა ნამუშევრის შეფასებას.
მიმართულება- სწავლის სწავლა:
უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
(ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას).
მოსწავლეები ახერხებდნენ ყურადღების კონცენტრირებას კონკრეტულ მითითებებზე,ასევე იცავდნენ დროის ლიმიტს რომელიც განკუთვნილი იყო თითოეული აქტივობისთვის, ჯგუფის წევრებს ახსენებდნენ განსაზღვრულ დროს
უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
(ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს;ხვდება და აღნიშნავს საკუთარ შეცდომებს;)
თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩაბმული სასწავლო პროცესში,როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალური დავალებების შესრულების დროს.
არავერბარული გზით შეფასებული ჯგუფური და  ასევე ინდივიდლუარი მუშაობის დროს  შეცდომების შემთხვევაში,მოსწავლეები ხელის აწევით ასწორებდნენ და უხსნიდნენ თანაკლასელს დაშვებულ შეცდომას,ხოლო დანარჩენი მოსწავლეები ასწორებნენ შეცდომებს არსებობის შემთხვვაში.

უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.
(სხვებს აცდის პასუხის დასრულებას; უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
ცდილობს, მეწყვილესთან ერთად გადაჭრას დასმული ამოცანა).

თითოულ მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის ჩვევები,  ჯგუფური მუშაობის დროს, ასევე ინდივიდუალური პრეზენტირების დროს აცდიდნენ პასუხის დასრულებას,შემდეგ აკეთებდნენ შეფასებას და განმარტებას საჭიროების შემთხვევაში.
აღნიშნული საფეხურისთვის დაგეგმილი აქტივობები იყო სახალისო და შედეგზე ორიენტირებული რაც აისახა მოსწავლეთა ჩართულობაში, განსაკუთრებით დიდი მოიტივაციით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში, როდესაც გამოწვევის ფაზაზე წარვუდგინე მათი ფოტოები ( რომელიც გადაღებული იყო, ბოტანიკურ ბაღში ჩატარებულ გაკვეთილზე) ასევე, შთამბეჭდავი და ემოციური იყო ვიდეო სლაიდი, რომელიც დაეხმარა მათ პარალელის გავლებაში, ახლანდელი დროის და წარსული დროის ზმნის გამოყენებაში.

No comments:

Post a Comment

teach and learn

    პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა 17.09.20-06.07.21      07.10.20 Key consulting conference :                                              ...