1 .გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
საგანი-ინგლისური ენა
კლასი
: პირველი
1. სახელი და გვარი
|
თამარი კეკელია
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2. თემის სახელწოდება
|
„we opened the door of an
English language ‘’ - ჩვენ გავაღეთ ინგლისური ენის სამყაროს
კარი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3. გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
|
დაწყებითი
საფეხურის ინგლისური ენის პროგრამის შინაარსი
1. სამეტყველო
ფუნქციები
1.1. სოციალური
ურთიერთობები
1.2. ინფორმაციის
გაცვლა
1.3. აღწერა/დახასიათება
1.4. შეფასება
1.5. სურვილის
გამოხატვა
1.6. გრძნობები/შეგრძნებები
1.7.
დროში ორიენტირება
1.8.
სივრცეში ორიენტირება
1.9.
ნებართვა
1.10. ინტერაქცია საკლასო ოთახში
2. ლექსიკა
2.1
ინდივიდი
2.2 ინდივიდის გარემოცვა
2.3 აქტივობები
საგნობრივი შინაარსი -წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით: მოსმენა:
უცხ.დ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის
მითითებების გაგება.
უცხ.დ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების
გაგება.
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების
გაგება.
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.კითხვა:
უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად
გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
წერა:
უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა.
უცხ.დ.I.8. მოსწავლეს
გამომუშავებული აქვს
ელემენტარული
ფონოლოგიური
უნარ-ჩვევები.
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს
შეუძლია უცხოური ენის
ბგერების, ჟღერადობების,
ინტონაციების აღქმა, მიბაძვა
გამეორება.
უცხ.დ.I.10. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ
ინტერაქციაში მონაწილეობის
მიღება.კულტურათა დიალოგი: უცხ.დ.I.11. მოსწავლეს
შეუძლია ინფორმაციის
ამოცნობა კულტურის
სფეროდან, უცხო და
მშობლიური
სოციოკულტურული
გარემოს შედარება.
სწავლის
სწავლა:
უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4. სწავლის შედეგები
|
(მოსწავლეები
მოახდენენ შესწავლილი
თემების პრეზენტაციას-აქვთ რა განვითარებული
მოსმენის, კითხვის, ზეპირ მეტყველების უნარები- სასწავლო საფეხურთან შესაბამისობაში-)თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები: თითოეული
აქტივობა უნმტკიცებს თითოეულ ინდივიდს ასრებულ
ცოდნას, ხორციელდება გონებრივი იერიში- ხდება მათი ცოდნის მობილიზება - მოსწავლეები ხვეწენ ინდივიდუალური მუშაობის უნარს, ასევე თანამშრომლობენ
წყვილებში - (ესალმებიან, იცნობენ, გამოხატავენ სიმპათიას......)
ხდება
მეტყველების დახვეწა- პრეზენტირება , პატარა
სიტყვების ამოკითხვა ხვეწს კითხვის უნარს, ასევე ააქტიურებს მოტორულ ჩართულობას.
საგნობრივი შინაარსი -წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
უცხ.დ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის
მითითებების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სათანადოდ რეაგირებს
მასწავლებლის მითითებებზე (ადექი, დაჯექი, მოდი
დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა).
უცხ.დ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული
მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
·
რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
·
ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს
ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
·
ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს და მათზე დაყრდნობით
რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული
ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს,
საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით
განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
·
ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი
ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს
მას;
·
ამოიცნობს კონკრეტულ
მოქმედებებს და განასახიერებს, ან მიუთითებს მათ სურათზე (თამაშობს, ხატავს, დახტის და სხვა).
მოსმენის სტრატეგიები
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების
დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია,
ილუსტრაცია).
მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად
გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საკუთარ
და თანაკლასელების სახელებს;
·
ამოიცნობს ზეპირმეტყველებაში
შესწავლილ და ხშირად გამოყენებულ სიტყვებს;
·
სიტყვათა ჩამონათვალში,
ნასწავლ ტექსტში პოულობს წინასწარ მითითებულ ნაცნობ სიტყვებს.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასხვავებს ნაბეჭდ და ნაწერ ასოებს;
·
ასხვავებს მთავრულ და არამთავრულ
ნაბეჭდ ასოებს;
·
აკავშირებს ნაბეჭდ ასოებს შესაბამის ნაწერ ასოებთან;
·
დამახსოვრებულ სიტყვებში
ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან;
·
ადარებს ერთმანეთს
სიტყვის შემადგენელი ასოებისა და ბგერების რაოდენობას და გამოაქვს სათანადო დასკვნა
(მაგ., მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ, რომ ერთი ასო არ იკითხება, ან ორი ასო
ერთ ბგერად გამოითქმის);
·
დამახსოვრებულ სიტყვებზე
დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს შესაბამის
ბგერებთან;
·
შიფრავს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.
მიმართულება: წერა
უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების,
სიტყვების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა
ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი,
რკალი; საით მრგვალდება რკალი; რამდენი რკალია და ა.შ.);
·
ხელის სწორი მოძრაობით
გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
·
ხელის სწორი მოძრაობით რვეულში
გამოწერს ანბანის მთავრულ და არამთავრულ ასოებს;
·
იცავს ბადეში ასოს ჩაწერის წესებს (სტრიქონზე განლაგება,
ზომა და მოხაზვის მიმართულება);
·
ნაწერიდან
ან ნაბეჭდი წყაროდან გადმოწერს იმ სიტყვებს, რომელთა ასო-ბგერების ურთიერთშესაბამისობაც შესწავლილი
აქვს.
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.I.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს
ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს უცხოური ენისათვის
დამახასიათებელ ბგერებს;
·
სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს
აერთიანებს სიტყვებად;
·
ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის
სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
·
მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ
სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც მოიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/მარცვალს;
·
მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს
შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან
სიტყვას - ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.);
·
ამოიცნობს სიტყვაში მითითებული
მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში,
ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ.,
სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის
რკალს);
·
მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს
სიტყვებს;
·
მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ
სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც იწყება წინასწარ მითითებული ბგერით;
·
ერთმარცვლიან სიტყვას შლის ბგერებად,
ბგერებს აერთიანებს სიტყვად.
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების,
ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ზეპირად
კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
·
ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
·
იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ
ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
·
ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის
ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.
უცხ.დ.I.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
თითო სიტყვით
პასუხობს მარტივ კითხვებს ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (მაგ., ეს ბურთი რა ფერისაა? – წითელი; სად არის
მანქანა? – მიუთითებს შესაბამის ნახატს).
მიმართულება: კულტურათა
დიალოგი
უცხ.დ.I.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო
და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება და ამოიცნობს
სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის,
სოციო-კულტურის რეალიებს (ილუსტრაციებში
ასახული ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებს, დროშას და სხვა);
·
პოულობს
სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (საკუთარ სახელებს, ბგერებს და სხვა).
მიმართულება: სწავლის
სწავლა
უცხ.დ.I.12.
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული
სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5. მიმდინარეობა
(აქტივობა
და დრო)
|
·
გაცნობა მისალმება
·
ვცნობთ ასოებს
·
შეგვიძლია თვლა 1-იდან 10-მდე
·
ჩვენ გვიყვარს ხილი
·
ვფლობთ ლექსიკურ მარაგს
·
ფერები
·
საგნების განსაზღვრა-დიდი /პატარა
·
აქტივობები მოტორული უნარების გამოყენება
აქტივობები/ დრო : 1.მისალმება გაცნობა - Hello ! what’s your name?
-Hello ! My name is……. what’s your name?
- Nice to meet you!
- Nice to
meet you!
მოსწავლეები
მუშაობენ წყვილებში- ესალმებიან ეცნობიან
ერთმანეთს-დრო 5 წთ
2 ვიდეო სიმღერა- მოსწავლეები ასახელებენ ასოებს სიმღერით დრო
-1 წთ
3. მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს რომელის გამოყენებითაც
იმეორებენ 1-იდან 10-მდე დათვლას და სხვადასხვა ფერის რიცხვების გამოყენებით ფერებს.
შემდეგ ინდივიდუალურად ასახელებენ მასწავლებლის მითითებულ რიცხვს და ფერს- რის შემდეგაც
ინდივიდუალურად ითვლიან 1-იდან 10მდე. - დრო ვიდეო 2 წთ
მოსწავლეთა ინდივიდუალური აქტივობა 7 წთ
4 ჩვენ გვიყვარს ხილი , მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს სადაც გამოსახულია ხილი, ასახელებენ
ხილს და ახასიათებენ მის ფერს და ზომას დიდი
და პატარა
დრო -ვიდეო 2 წთ+ მოსწავლეთა აქტივობა დახასიათება 5 წთ
5 მოსწავლეები
უყურებენ ვიდეოს სადაც გამოხატულია მოქმედებები, მოქმედების გამოჩენამდე იწერება მოკლე სიტყვები რომლებსაც კითხულობენ
და ცდილობენ გამოიცნონ -და განასახიერონ
მაგ: სიცილი, დალევა..... დრო- 4 წთ
( ვიდეო + აქტივობა)
6 ვთამაშობთ- გამოვიცნოთ-გავიხსენოთ შესწავლილი
ლექსიკა- თითოეულ მოსწავლეს აქვს მასწავლებლის როლი რომელმაც უნდა ამოარჩიოს ორი
საჩვენებელი ბარათი რომელზეც გამოსახულია შესწავლილი ლექსიკის (სიტყვის ) ამსახველი ობიექტი ან ქმედება -აჩვენებს კლასს
და ეკითხება თუ რა არის ის?მოსწავლეები ინდივიდუალურად
და ჯგუფურად პასუხობენ. დრო- 10 წთ
7 გაკვეთილის ბოლოს ინდივიდუალურად მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები დრო
- 3 წთ
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6. შეფასება
|
გაკვეთილის განმავლობაში წარმოჩენილი ცოდნის შეფასება: შექება -სიტყვიერი კომენტარი ,ხოლო გაკვეთილის დასასრულს- სერთიფიკატების გადაცემა
- მასწავლებლის მიერ მომზადებული
ყოველი ინდივიდისათვის.
თვითშეფასება:
მოსწავლეებმა ორგანიზებულად წარმოადგინეს
- მოახდინეს პრეზენტაცია შესწავლილი მასალის. გაკვეთილის ბოლო ნაწილი რომელიც ააქტიურებდა მათ მოტორულ უნარებსა
და ასევე მოიცავდა თამაშს იყო უფრო ნაყოფიერი- ვფიქრობ წინარე აქტივობებში ცოდნის გააქტიურება უნდა ყოფილიყო მსგავს აქტივობებთან
ინტეგრირებული.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
10. რესურსები
|
. საჩვენებელი ბარათები
. ვიდეო მასალა (კომპიუტერით ხდება პრეზენტირება)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უცხ.ს.III.8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული
მახასიათებლები, ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით
ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე სახის ტექსტებს (მაგ., შემეცნებითი ხასიათის ორ ტექსტს) და მშობლიურ
ენაზე მსჯელობს, რომლის სტრუქტურა უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას და რატომ;
·
ამოიცნობს მოქმედებათა სიხშირისა
და ხანგრძლივობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ზმნიზედას, ზმნის სათანადო ფორმას);
·
ამოიცნობს ადგილმდებარეობის,
მიმართულების, მანძილის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს;
·
ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრულობის (წინმსწრები
და მერმინდელი მოქმედების) გამომხატველ მარტივ ენობრივ კონსტრუქციებს;
·
ამოიცნობს ლოგიკური კავშირების
(მაგ., მიზეზის, შედეგის, ოპოზიციის) გამომხატველ მარტივ ენობრივ
სტრუქტურებს.
უცხ.ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია
ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეარჩევს ტექსტს/ნაწყვეტს, რომლის
წაკითხვაც სურს აუდიტორიის წინაშე;
·
წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის
შინაარსს;
·
შინაარსის შესაბამისად ცვლის
მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს;
·
ინტონაციით გამოხატავს ტექსტში
ასახულ ემოციებს;
·
სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს
ინტონაციას;
·
კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი
კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან;
·
მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
კითხვის სტრატეგიები
უცხ.ს.III.10. მოსწავლეს შეუძლია
მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად
და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს, აბზაცებს,
ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
·
იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს;
სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის,
გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
·
იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების
მიზნით სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების
პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა;
·
დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების
(ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტის, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული
უცხოური სიტყვების და სხვა) დახმარებით;
·
სხვადასხვა ელემენტის მოშველიებით (სათაური, აბზაცების დასაწყისი, საკვანძო სიტყვები, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი
სიტყვები) გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·
აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის
გადაჭრა;
·
ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა,
თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური.
მიმართულება: ლაპარაკი
დიალოგური მეტყველება
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
·
ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას;
·
წინასწარი მომზადების საფუძველზე ახერხებს ამა თუ იმ საკითხთან
დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და მის განმარტებას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
·
წინასწარი მომზადების საფუძველზე აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს
და განმარტავს მას (მაგ., რომელი მსახიობი ურჩევნია და რატომ, სად ურჩევნია წასვლა და
რატომ და სხვა);
·
მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ
საჭიროებებთან დაკავშირებით;
·
პასუხობს წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს.
უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს სახელმწიფო სიმბოლოებს (დროშა, გერბი, ჰიმნი და სხვა);
·
ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ,
დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ. სამიზნე ქვეყნების დედაქალაქები, გერმანიის გაერთიანების დღე, ბასტილიის
აღების დღე და სხვა);
·
ამოიცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ., ბრანდენბურგის კარიბჭე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ბიგ ბენი, ოსტანკინოს
ანძა და სხვა);
·
ამოიცნობს ისტორიულ პირებსა და გამოჩენილ
ადამიანებს (მაგ. ვოლფგანგ გოეთე, შარლ დე გოლი,
დედოფალი ელისაბედ მეორე, ალექსანდრე პუშკინი), ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროებს,
ეპოქას, დამსახურებას;
·
ასახელებს
დღესასწაულებსა და ზეიმებს.
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია
უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის,
ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან,
რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით
განხორცილების კრიტერიუმებს;
·
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ
ეტაპებს;
·
მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·
ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები
უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·
გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·
შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
·
განახორციელებს პროექტს;
·
გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას
სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს,
შეაქვს შესწორებები;
·
გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს
მას აუდიტორიის წინაშე.
უცხ.ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის
დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
·
გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
·
განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს
და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
·
განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს
ახალი დავალების შესასრულებლად;
·
განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში
დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
·
განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული
ეტაპისათვის.
უცხ.ს.III.27. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა
ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სისტემატურად იმეორებს
განვლილ ლექსიკურ მასალას;
·
ამოკრებს ცუდად ათვისებულ
ლექსიკურ ერთეულებს;
·
იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა გამეორება, ერთი
ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში
გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა).
|
No comments:
Post a Comment