სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქ.თბილისი მეთექვსმეტე საჯარო სკოლის IX (გ) კლასი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდის #1 საჯარო სკოლა
პროექტის მიზანი
მიზანი : აღნიშნული პროექტი სახელწოდებით კულტურა, ტრადიციები
, ურთიერთობები და მეგობრობა გააერთიანებს
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს და ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნულს
.
მოსწავლეები გაიცნობენ სხვა რაიონის მოსწავლეებს ( ეროვნული უმცირესობის
მოსწავლეებს სადაც ქართული ენა ისწავლება , როგორც მეორე ენად,) განუვითარდებათ სოციო-კულტურული უნარჩვევები,ინტრა
და ინტერ პერსონალური ინტელექტი, მოახდენენ
საკუთარი ინტერესების რეალიზებას, გამოხატავენ თავისუფლად საკუთარ აზრს პროექტში აღნიშნული
თემებისადმი, რაც ხელს შეუწყობს როგორც ინდივიდუალურ , წყვილებში თუ ჯგუფური მუშაობის ფორმების განვითარებას . გაიაზრებენ
ენის გამოყენების აუცილებლობას , ერთ ქვეყანაში
კომუნიკაციის მიზნით.
აღნიშნული პროექტი წარიმართება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე რაც უზრუნველჰყოფს მოსწავლეთა ენობრივი
უნარების განვითარებას- ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე და მათ სახელმძღვანელოში
აღნიშნული თემების ინტეგრირებით ყოველდღიურ
რეალობასთან -რაც მოსწავლისათვის მოტივაციის მიმცემი იქნება და უფრო სახალისოს გახდის
სწავლის პროცესს, იგრძნობენ რა მათი აზრი აინტერესებს საზოგადოებას და მიღებული ცოდნის
რეალიზებას მოახდენენ.
მოხდება მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება ასევე ოცდამეერთე
საკუნის უნარების გააქტიურება გამოიყენებენ ტექნოლოგიებს კომპიუტერს, ფოტო, ვიდეო, აუდიო ხელსაწყოებს - შექმნიან ჩანახატებს,
მინი ვიდეო ჩანაწერებს, პრეზენტაციებს......
სამუშაო პროცესი : ერთად
შერჩეული თემების განვრცობა , ასაკისთვის აქტუალური თემების განხილვა- პრეზენტაციის
მომზადება
შედეგები: მოსწავლეები დაამყარებენ ურთიერთობას სხვა სკოლების მოსწავლეებთან,
განახორციელებენ მინი პრეზენტაციებს მიღებული ინფორმაციისა იმ თანატოლებთან რომლებიც
არ მონაწილეობენ პროექტში.
ვადები და ხანგრძლივობა
: ათი შეხვედრა( თემების რაოდენობიდან გამომდინარე )
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლები: თამარი კეკელია; სალომე ქირია,;მარინა
სხირტლაძე.
პროექტის ბოლოგი: https://2024friendship.blogspot.com/2024/05/poject.html
მუშაობის ფორმები: ინდივიდუალური/ჯგუფური
პროექტის მსვლელობა / ძირითადი აქტივობები : 1. პროექტის მიზნის
გაცნობა; 2. თემების შერჩევა; 3.თემებზე მუშაობა დამოუკიდებლად- ჯგუფურად განხილვა-
რეკომენდაციები;
( მოსწავლეებმა რომლებმაც გამოთქვეს პროექტში მონაწილეობის სურვილი
შეხვედრები შედგა ონლაინ, ასევე არასაგაკვეთილო
პროცესის დროს იღებდნენ პედაგოგებისგან რეკომენდაციებს)
მასწავლებელი აცნობს პროექტის მიზანს კლასს , მოსწავლეები არჩევენ ასაკისათვის აქტუალურ სასაუბრო თემებს, ინდივიდუალურად
ამუშავებენ თემებს , შემდეგ განიხილავენ ჯგუფურად. მოსწავლეები უსმენენ ერთმანეთის
თემებს და არჩევენ საპრეზენტაციოდ - უნვითარდებათ ინტრა/ინტერ პერსონალური უნარჩვევები,
ასევე სოციალური უნარები, აგებენ პრეზენტაციას. მასწავლებლების საშუალებით ინიშნება
შეხვედრის დღე , ეცნობიან თანატოლების მოსაზრებებს
რომლებიც ცხოვრობენ სხვა რეგიონში.
მუხლი 7. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნები
1. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს
განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
პრობლემების გადაჭრა • პრობლემის ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება;
• პრობლემის
გადაჭრის გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა.
კრიტიკული აზროვნება • ფაქტების, წარმოდგენების, მოსაზრებების
კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება;
• შეკითხვების
ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება;
• არგუმენტირებულად
მსჯელობა, ანუ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება
შესაფერისი არგუმენტების, მაგალითების მოყვანით;
• გონივრული
არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება.
შემოქმედებითი აზროვნება
• ჩანაფიქრის
შემოქმედებითად განხორციელება;
• ორიგინალური
იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა;
• დასმული პრობლემების
გადასაჭრელად არასტანდარტული გზების მოძიება;
• სწრაფვა გარემოს
გარდაქმნა-გაუმჯობესებისკენ;
• გამოწვევების
მიღება, სასკოლო საქმიანობაში გაბედული ნაბიჯების გადადგმა.
თანამშრომლობა • სამუშაოს თანასწორად განაწილება და შესრულება
ჯგუფური/გუნდური მუშაობის დროს;
• მზაობა ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად(მაგ., ლიდერის);
• განსხვავებული
იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა;
• რესურსების,
მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება პრობლემათა
ერთობლივად გადაჭრის, გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღების მიზნით.
კომუნიკაცია • განცდილის, ნააზრევის მიტანა მსმენელამდე/მკითხველამდე,
მათზე შთაბეჭდილების მოხდენა;
• ინფორმაციის
გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების
გამოყენებით;
• სხვისი მოსმენისა
და გაგების უნარი;
• პიროვნული
ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი.
ეთიკა • ეთიკური ნორმების დაცვა;
• სოლიდარობის
განცდა;
• ემპათია;
• განსხვავებულობის
მიმღებლობა;
• საკუთარ აქტივობაზე
პასუხისმგებლობის გააზრება.
მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა • სწავლა-სწავლების
პროცესში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოვლენა;
• ახალი იდეების,
მიდგომების, შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით;
• მზაობა გამოწვევების
მისაღებად, გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად.
დროსა და სივრცეში ორიენტირება • თანამედროვე რეალობის
სივრცულ-დროით ჭრილში გააზრება და ინტერპრეტირება;
• მულტიპერსპექტიული
ხედვა დროითი და სივრცული ფაქტორების გათვალისწინებით.
სწავლის სწავლა
დამოუკიდებლად საქმიანობა • აქტივობის/დავალების ღირებულების განსაზღვრა - მოსწავლემ
უნდა დაინახოს, რას შესძენს აქტივობის შესრულება, რა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს
მოუტანს მას;
• აქტივობის/დავალების
დაგეგმვა - მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრა; დავალების/აქტივობის
მთავარი მიზნის განსაზღვრა; სამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა;
განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა; იმის განჭვრეტა, თუ რა გაუადვილდება,
რა გაუძნელდება, რაში დასჭირდება დახმარება; სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს
თითოეული ეტაპისათვის;
• სწავლის პროცესის
მონიტორინგი - დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც
ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლას, სათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობად;
თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად
გზების დასახვა;
• სოციოემოციური
მართვა - ნერვიულობის მინიმუმამდე დაყვანა,
საჭიროებისამებრ, დახმარების თხოვნა, საკუთარ თავში სიძნელეთა გადალახვის რესურსების პოვნა; შეცდომების
მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და წინსვლის წყაროდ გამოყენება;
• ცალკეული საქმიანობისთვის
გამოყოფილი დროის ეფექტურად გამოყენება.
პასუხისმგებლობა
• სასკოლო
საქმიანობებში (სასკოლო ცხოვრებაში) ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
• სამუშაოს დადგენილ
ვადებში დასრულება და ჩაბარება;
• საკუთარი ქცევის
მართვა, საკუთარ ქცევებზე, სოციალურ აქტივობებზე
პასუხისმგებლობის აღება.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება • ქსელური
ძიება;
• ინფორმაციის
გავრცელება;
• ელექტრონული რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში.
წიგნიერება • ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის
მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა
და წარდგენა-გაზიარების უნარი.
2. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული
სასწავლო გეგმა ასევე გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს:ზ) კულტურული მრავალფეროვნება;
2. განათლების ენები მოიცავს:
ა) სწავლა-სწავლების ენას, რომელზედაც მიმდინარეობს სასკოლო საგანთა
სწავლა და სწავლება;
ბ) საგნის ენას, რომელზედაც მიმდინარეობს კონკრეტული საგნობრივი
შინაარსის სწავლება. საგნის ენა არის სწავლა-სწავლების ენის სახესხვაობა, რომელიც ხასიათდება
სპეციფიკური ენობრივი ნორმებით;
გ) ენას, როგორც საგანს, რომლის მიზანი ენის სწავლებაა. ეროვნულ
სასწავლო გეგმაში ასეთ საგნებს წარმოადგენს ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა
(არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), აფხაზური ენა და ლიტერატურა, უცხოური
ენები, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობათა ენები.
3. სწავლა-სწავლების ენა
და ცალკეულ საგანთა ენები ქმნიან აკადემიურ, წიგნიერ ენას, რომელიც ხასიათდება რთული
გრამატიკული სტრუქტურებით, ტერმინებით თუ სპეციფიკური ლექსიკით, მეცნიერული ცნებებითა
და ტექსტების ორგანიზების თავისებური ფორმებით.
4. ცალკეული საგნის სწავლება გულისხმობს საგნის ენის გაგებისა და
გამოყენების უნარების განვითარებასაც, ანუ სიტყვიერად მოწოდებული საგნობრივი საკითხების
არსის გააზრებისა და გააზრებულ საკითხთა სიტყვიერად გადმოცემის უნარების ჩამოყალიბებას.
5. საგნის ენის, როგორც შემეცნებითი ინსტრუმენტის, გამოყენების
უნარი განაპირობებს საგნობრივ წიგნიერებას, სწავლა-სწავლების ენის გამოყენების უნარი
კი - ზოგად წიგნიერებას.
6. ზოგადი წიგნიერება არის კითხვის, წერის, ინფორმაციის მიღების,
დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანისა და გაზიარების უნარი.
7. საგანთა სწავლებისას რეკომენდებულია როგორც ბეჭდური, ისე მულტიმედიური
და მრავალგვარი ფორმის ელექტრონული ტექსტების გამოყენება. მათი დამუშავება, გააზრება-გამოყენება
და შექმნა მოსწავლეებს განუვითარებს ციფრული წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების უნარებს.
8. ციფრული წიგნიერება გულისხმობს ქსელური ძიების, მრავალგვარი
ფორმის ელექტრონული ტექსტების შექმნისა და მათი ელექტრონული დამუშავების პროგრამების
გამოყენების უნარს.
9. მედიაწიგნიერება გულისხმობს მულტიმედიური ტექსტების (რომლებიც
ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს) აღქმა-გააზრების, ინტერპრეტირების,
გამოყენებისა და შექმნის უნარს, ასევე მედიასამყაროში ორიენტირების, სწორი არჩევანის
გაკეთების (ინფორმაციის „გაფილტვრის“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების
უნარს.
10. საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების ხანაში ციფრული და
მედიაწიგნიერება ზოგადი წიგნიერების აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენს.
11. ენობრივი განათლებისა და წიგნიერების დონის ასამაღლებლად აუცილებელია,
რომ მოსწავლეთა ენობრივი უნარების გამომუშავებასა და განვითარებაში ყველა საგანმა შეიტანოს
თავისი წვლილი. ამისთვის აუცილებელია განათლების ენათა ინტეგრირებული სწავლება, რაც
გულისხმობს შემდეგს: ენა, როგორც შემეცნებისა და აზრის გამოხატვის ინსტრუმენტი, ყველა
საგნის კონტექსტში უნდა იქცეს დაკვირვების ობიექტად, რათა მოსწავლემ მიზანმიმართულად
და გაცნობიერებულად გამოიყენოს იგი; სასკოლო საგნებს შორის უნდა გაიდოს „ენობრივი ხიდები“,
რათა მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა საგნის კონტექსტში შეძენილი ენობრივი ცოდნისა და
გამოცდილების ერთმანეთთან დაკავშირება. ეს გააფართოებს მოსწავლეთა ენობრივ ცნობიერებას
და განავითარებს მათ შემეცნებით თუ ენობრივ უნარებს, რაც წარმატებული სწავლის საფუძველია.
12. განათლების ენათა ინტეგრირებული სწავლა-სწავლების მთავარი ინსტრუმენტია
სწავლის სტრატეგიები.მუხლი 81. ენობრივი განათლება არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე
1. იმ სკოლებში, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები
სწავლობენ, პრიორიტეტია სახელმწიფო ენაზე წიგნური მეტყველების განვითარება, რომლის
ერთ-ერთი ინსტრუმენტია ორენოვანი (ბილინგვური) განათლება. ბილინგვური განათლება გულისხმობს
სწავლა-სწავლების პროცესში ორი ენის გამოყენებას, რაც საფუძველს უქმნის ორენოვან წიგნიერებას.
თემები: საზაფხულო არდადეგები;
პროფესია, ჩემი ჰობი, ცხოველები,მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში, ჩემი საყვარელი წიგნი; ჩემი
თავგადასავალი, ფობია,საქართველო თუ სხვა ქვეყანა?! ჩემი საყვარელი ფილმი;
No comments:
Post a Comment