Pages

William shakespeare

უილიამ შექსპირის  ცხოვრება და შემოქმედება
ბექაური ლუკა
უილიამ შექსპირი იყო აღორძინების ეპოქის უდიდესი დრამატურგი , ენციკლოპედიური ნიჭის მწერალი, მისი ჰუმანიზმი -დემოკრატიზმი და ესეტიზმი საკაცობრიო მნიშვნელობისაა, რადგან შექსპირის შემოქმედებამ ქვეყნად ყველაზე დიდ მსაჯულს დროის გამოცდას გაუძლო, მეტად რთული და მრავალფეროვანი იყო ის ეპოქა რომელმაც შექსპირი წარმოშვა -ეს იყო ფეოდალური წყობილების დაშლის და კაპიტალიზმის აღმოცენების ეპოქა, დიდი იმედებისა და იმედ გაცრუებების  ეპოქა, ტიტანური ნიჭი და გამჭრიახი თვალი იყო საჭირო ეს მრავალფეროვნული საუკუნე ლიტერატურულ ტილოზე რომ გადატანილიყო და სწორედ ასეთი ტიტანური ნიჭი აღმოაჩნდა შექსპირს...
            გულიაშვილი მარიამ
            შექსპირის შესახებ  ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება -არ ვიცით ვისთან მეგობრობდა-სად და როგორ სწავლობდა -როგორც შექსპიროლოგები ამბობენ ის ერთადერთი ფოტო რომელმაც ჩვენამდე მოაღწია - მისი არ არის, მიუხედავად ზემოთ თქმულისა ჩვენ მაინც მოგვეპოვება  მწერლის ბიოგრაფიული ცნობები-რომელსაც უნდა დავეყრდნოთ.
ბექაური ლუკა
            უილიამ შექსპირი დაიბადა 1564 წლის 23 აპრილს ქალაქ სტრედფორდ-ონ -ეივონში, მწერლის მამა ჯონი თავდაპირველად ფერმერი ყოფილა -ტყავის  ნაწარმით მოვაჭრე -მეხელთათმანე- მოგვიანებით ქალაქის თავიც კი გამხდარა- მწერლის დედა - მერი დაბალი წრის წარმოშობის ქალი ყოფილა , მაგრამ უაღრესად სათნო და ოჯახის მოსიყვარულე.
18 წლის ასაკში შექსპირი ქორწინდება  მასზე 8 წლით უფროს მეზობელ გოგონაზე- ენ ჰეთუესზე- მათ სამი შვილი ეყოლათ და ერთი ვაჟი და 2 ტყუპი გოგონა- ვაჟი 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფარსაღაშვილი ანა
            1587 წელს მწერალი სრულიად გაურკვეველი მიზნით ტოვებს ოჯახს და მშობლიურ ქალაქს - იგი ლონდონში მიემგზავრება- ამ საქციელს შექსპიროლოგები ორი მიზეზით ხსნიან : I  მწერალს მემამულე თომას ლუისის ტყეში ირემი მოუკლავს და სასჯელის ასაცილებლად ლონდონს გაემართა. II მწერალი გაჰყვა ცნობილ თეატრალურ დასს-ლონდონში, ლონდონში ჩასულმა შექსპირმა მსახიობად დაიწყო მუშაობა-ძირითადად თეატრ „გლობუსში“ გამოდიოდა.......

            1612 წელს შექსპირი ოჯახს უბრუნდება -ამ დროისათვის მას უკვე დაწერილი აქვს ყველა ნაწარმოები-1616 წელს 23 აპრილს საკუთარ დაბადების დღეზე   გარდაიცვალა.
ქავთარაძე ანი
            შექსპირის საფლავის ქვაზე  მისმა ახლობელმე ასეთი ეპიტაფია წააწერა : „ ქრისტეს გაფიცებთ შეისმინეთ მხურვალე ხვეწნა -აქ მომასვენებს -გაიხაროს და იმას ვწყევლი  ჩემს ძვლებს ვინც შეეხოს თავისი ხელით“
მართლაც შექსპირის ძვლებს არავინ შეხებია მიწაში, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები-რომლებმაც  მწერლის სულში „ფათური ‘’ დაიწყეს- საეჭვოდ მიიჩნიეს მისი ნაწარმოებების ავტორობა და ფილოსოფოსს  ბეკოს მიაწერეს და სხვებს........
გულიაშვილი მარიამ
ჩვენს მოძიებულ ინფორმაციას ვთარგმინით ინგლისურ ენაზე -ვხვეწთ ჩვენს უნარებსა და მეტყველაბას......ხშირად ჩვენს მეგობრულ საუბრებს, თავისუფალ თემებს, ნაწარმოებებს,, ახლა კი მოგაწოდებთ უნიკალური ნიჭის მქონდე ადამიანის შემოქმედების შესახებ ინფორმაციას....
ჯანეზაშვილი გვანცა
We often have friendly speeches , discuss  interesting events, have conversations and then translate them into English .  Today  we’ve desire to remember the greatest writer – awarded with a titanic talent- whose creation went under the pressure of difficult and multiform time- it was an epoch with unprecedented  historical movements and storms, the century full of hopes  and disappointments. To see  and move this multiform century on an art sackcloth a man must have such a talent like W. Shakespeare.
ქუმელაშვილი თამარ
            William  Shakespeare was born in 1564- 23rd of April in Stratford –on –Avon, a small English town…….
His father was a farmer and mum was just looking after the family.  At the age of eighteenth he married to his neighbor Ann Heteuth  , who was 8 years elder- they had 3 children – 1 son and twin daughters, their son died at the age of 11th.

William Shakespeare left his family for an unknown reason , went to London (1587) people say “legends” about his action - he killed a deer in a farmer Luis’s lands and for not to be arrested he was hiding …… others say he went with  a theatre troupe………
William Shakespeare   returned back to his family in 1612- he died on his birthday on his tomb is written not to touch his bones and curses who would…….
It’s realia that nobody could touch his bones but some dirty hands touched his soul……….

მახარაშვილი სალომე
შექსპიროლოგებმა უილიამ შექსპირის შემოქმედება სამ ნაწილად დაჰყვეს : 1560-1600 წწ. 1601-1608 წწ. 1608-1612 წწ. შექსპირის ლიტერატურული მემკვიდრეობა შეადგენს 37 პიესას და 154 სონეტას.
გოეთე წერდა : „ არ არსებობს უფრო  დიდი სიამოვნება ვიდრე თვალდახუჭული უსმენდე შექპირის პიესათა დეკლამაციას და მის სონეტებს „ 
ბექაური ლუკა
გოეთე?!  „ ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს „- „ქარიშხლების და შეტევის ‘’ იდეოლოგიის რკალში ცხოვრობდა თუმც შემდეგ შეძლო მეცნიერების სიღრმეთა წვდომა - იგი გერმანული ფილოსოფიის გვირგვინს ატარებს.

ტორაძე ბაქარ

1
მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,
რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,
დამჭკნარ სიტურფეს მაინც ჰკლავს ჟამის ღრეობა,
მემკვიდრე არის მოსი ხსოვნა და მოგონება.
გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად,
შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო!
ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქა
შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო
მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა,
მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება,
რად არ გაშინებს, თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა,
მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?!
წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,
მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას




ვარსიმაშილი მარიამ
4
ჩემო მფლანგველო. რა მძარცველი გული გქონია,
რად გადაწყვიტე სილამაზის გაჩანაგება?!
მშვენიერება საკუთრება რატომ გგონია?
მშვენიერება მხოლოდ სესხად მოგცა განგებამ.
ლამაზო ძუნწო, საგანძური რატომ გაფანტე,
რაც მომავლისთვის საანდერძოდ გიძღვნა ბუნებამ!
ჩემო მევახშევ, სხვის ქონებას რატომ აბანდებ,
როცა სარგებელს არ იძლევა განძის ბრუნება!
თავადვე გწამლავს უსარგებლო ვაჭრობის შხამი,
საკუთარ თავის გასაძარცვად მართავ ბაზრობას,
მაგრამ დადგება საბოლოო განკითხვის ჟამი
და, ნეტავ, რითი გაამართლებ მაგ უაზრობას.
უმოდგმოდ ქრება სილამაზე, ვით მოჩვენება,
მომავლის შემქნელს ჭირისუფლად რჩება მშვენება.

ქავთარაძე ანა
შექსპირის ტრაგედიებს ხომ მსოფლიო იცნობს , რომლებიც წარმატებით იდგმებოდა  სხვადასხვა ქვეყნის თეატრის სცენაზე- გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში დიდი წარმატებით იდგმებოდა ტრაგედიები : რომეო და ჯულიეტა , ჰამლეტი, ოტელო, მეფე ლირი, მაკბეტი, ანტონიოსი და კლეოპატრა.
მახარაშვილი სალომე
რომეო და ჯულიატა-შექსპიროლოგები თვლიან რომ მისი პირველი ტრაგედიაა, რმელიც დაახლოებით 1595 წელს დაიწერა -რომეო და ჯულიატა სიყვარულის დიდებული საგალობელია, ნაწარმოებში მოთხრობილია  ორი მოქოშპე ოჯახის  მონტეგებისა და კაპულეტების შუღლისა და მტრობის ისტორია, რომეო მონტეგს თავდავიწყებით შეუყვარდება ჯულიატა კაპულეტი, მაგრამ მათი სიყვარყლი ტრაგიკულად სრულდება , ნაწარმოებში მოქმედება ისე ხდება რომ, რომეო კლავს ჯულიეტას ბიძაშვილს ტიბალტის, რომეო უნდა გაქცეს ამ რისხვას, გაქცევამდე ბერი  ლორენცო ჯვარს დაწერს შეყვარებულ წყვლებს- ამასობაში მშობლები ჯულიეტას მშობლები გათხოვებას უპირებენ გრაფ პარისზე, ეს ქორწინება  რომ არ შედგეს  ბერი ლორენცო  ჯულიეტას დასაძინებელ წამალს მისცემს , ისე რომ ყველას გარდაცვლილი ეგონება , ბერი ლორენცო რომეოსთან მაცნეს გააგზავნის რომ შეატყობინოს  ჯულიეტას ვითომ გარდაცვალების ამბავი მაგრამ მაცნე რომეომდე ვერ მიაღწევს, რომეო შეიტყობს ჯულიეტას გარდაცვალების ამბავს  და მივა აკლდამასთან სადაც მძინარე ჯულიეტა ასვენია  და თავს იკლავს. გამოღვიძებული ჯულიეტა მომხდარ ტრაგედიას თვითმკვლელობით პასუხობს, ამრიგად ფეოდალურმა საზოგადოებამ მკაცრი განაჩენი გამოუტანა  რომეო და ჯულიეტას სიყვარულს .... შექსპირმა შეყვარებული წყვილი მოკლა ისე რომ მემკვიდრეობა არ დაუტოვა.....
თედელური თიკო
ოტელო-დაიწერა  1604 წელს, შექპიროლოგები ვარაუდობენ  ოტელოს ფაბულა შექპირმა ისესხაო, იტალიერლი მწერლის ჯოვანი ჩინტანოს ნოველისაგან ; „ ვენეციელი მთავარი“ , ხშრად ამბობენ რისი ტრაგედიაა ოტელო ეჭვიანობის თუ სიყვარულის? მასში ორივე ერთნაირადაა შეზავებული - ეს არის დიდი ნდობის ტრაგედია, დიდმა ნდობამ დიდი ტრაგედია გამოიწვია. ნაწარმოების მთავარი გმირია ვენეციელი მთავარი ოტელო, იგი ვენეციის ჯარის მთავარ სარდალია, მას მრავალი ბრძოლა გადაუხდია და არა ერთხელ უსახელებია თავისი ქვეყანა , მალე ოტელო იცნობს და თავდავიწყებით უყვარდება ულემეზესი ქალიშვილი სენატორისა,- იგი სიკეთისა და სათნოების განსახიერებაა....ზეცასავით უმანკოა თუმცა  ოტელოსა და დეზდემონას სიყვარულს მალე წინ გადაეღობება  ბოროტი და შრურიანი იაგო, იგი საშნელ ჭორებს შეთხზავს  მიჯნური დეზდემონას წინააღმდეგ. ოტელო როგორც შეურაცხყოფილი ქმარი , როგორც მოტყუებული სატრფო შურს იძიებს დეზდემონაზე, საკუთარი ხელით ახრჩბს  სულზე უტკბილეს დეზდემონას- ნაწარმოების ბოლოს გამომზიურდება იაგოს ბოროტი ძრახვები- ოტელო თავს იკლავს რადგან დეზდემონას სიკვდილის შემდეგ მისი ცხოვრება აბსურდი იყო- ამრიგად ამ დრაგედიაში დაპირისპირებულია სიკეთე და ბოროტება.....


მახარაშვილი სალომე
65.ო, თუკი სპილენძს, ოკეანეს და დედამიწას
დრო ულმობელი სასაფლაოს კართან მოდენის,
სიკვდილისაგან სილამაზეს ვინღა დაიცავს,
დროს რას დააკლებს მისი ძალა, ვარდისოდენი.
ზაფხულის სუნთქვა, უნაზესმა, ვით აიტანოს
მოიერიშე დღეთა მძლავრი ქარტეხილები,
როცა ინგრევა მიუწვდომელ კლდეთა პიტალო,
რკინის ჭიშკრები, ჟამის ხელით დატეხილები.
ფიქრო საზარო, სიტურფეა გადასარჩენი,
დროის მარგალიტის დროის რისხვა რად ემტერება,
ვინ შეაჩეროს ჟამის სრბოლა მძლავრი მარჯვენით,
ან ვინ აკრძალოს სილამაზის გაცამტვერება.
ვერვინ შესწყვიტოს სილამაზის გადაშენება,
მხოლოდ მელანი შეინახავს სატრფოს მშვენებას.
ბექაური ლუკა
65
Since brass, nor stone, nor earth, nor boundless sea,
But sad mortality o'er-sways their power,
How with this rage shall beauty hold a plea,
Whose action is no stronger than a flower?
O, how shall summer's honey breath hold out
Against the wreckful siege of battering days,
When rocks impregnable are not so stout,
Nor gates of steel so strong, but Time decays?
O fearful meditation! where, alack,
Shall Time's best jewel from Time's chest lie hid?
Or what strong hand can hold his swift foot back?
Or who his spoil of beauty can forbid?
O, none, unless this miracle have might,
That in black ink my love may still shine bright.
 ფარსაღაშვილი ანა
მეფე ლირი   ქართულად-ინგლისურად .......
ეს ტრაგედია დაიწერა 1605-1606 წლებში დასახელებულ ტრაგედიაში ვეცნობით ბრიტანეთის მოხუც მეფე ლირს, რომელიც ჭირვეული და თვითნება მეფეა, ისი სახელმწიფოს საკუთარ მამულად თვლის- მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა ქალიშვილების გონერილას , რეგნასა და კორდელიას წინაშე- მეფე გადაწყვეტს სამეფო 3 ნაწილად გაჰყოს  და ქვეყნის დიდი ნაწილი იმ ქალიშვილს გადასცეს რომელსაც ყველაზე მეტად  უყვარს , მაგრამ ქალიშვილები მხოლოდ ქვეყნის ხელში ჩასაგდებად სხვადასხვა სიტყვებით  უხსნიან  მამას მათ გრძნობას.. მხოლოდ უმცროსი ქალიშვილი კორდელია  გამოხატავს რეალურ გრძნობას თავმდაბლობით რაც მეფეს განარისხებს  მაგრამ ბოლოს სწორედ კორდელიას თანადგომით წამოდგება ფეხზე , თუმცა ნაწარმოების ფინალი ტრაგიკულია იგი  ქალიშვილს  ზედ დააკვდება საპყრობილეში........
ქუმელაშვილი თამარ/ ვარსიმაშვილი მარიამ კითხვებზე პასუხი და თამარის შესავალი

31 ტორაძე ბაქარ
შენი მკერდიდან მესმის სხატა გულების ფეთქვაც,
მე შენში ვხედავ ჩემს წინანდელ მიჯნურთა სახეს,
შესანდობარი მეგობართა მინდოდა მეთქვა,
მაგრამ წარსულნი შენში მკვდრეთით აღმდგარნი ვნახე.
სამგლოვიარო ცრემლი ღვარად დამიქცევია,
მეგონა მათი საფლავები ხავსმა დაფარა,
მაგრამ ცხედრები სიკვდილს ისევ გამოჰქცევიან
და შენი მკერდი დახვედრია თავშესაფარად.
დღეს ჩემს მიჯნურთა სასაფლაო მხოლოდ შენა ხარ.
შენშია ჩემთვის მათი ხსოვნა და მოგონება,
რაც მე წამართვეს, თურმე შენთვის შემოენახათ,
შენ ჩაგაბარეს გაძარცული ჩემი ქონება.
ყველა შენშია, ვინც ოდესმე ვრაცხავ მშვენივრად
და მეციმათი საკუთრება, მხოლოდ შენი ვარ.

ვარსიმაშვილი მარიამ

31.Thy bosom is endeared with all hearts,
Which I by lacking have supposed dead,
And there reigns love and all love's loving parts,
And all those friends which I thought buried.
How many a holy and obsequious tear
Hath dear religious love stol'n from mine eye
As interest of the dead, which now appear
But things removed that hidden in thee lie!
Thou art the grave where buried love doth live,
Hung with the trophies of my lovers gone,
Who all their parts of me to thee did give;
That due of many now is thine alone:
Their images I loved I view in thee,
And thou, all they, hast all the all of me.
ფარსაღაშვილი ანა
შექპრისი კომედიები : ‘’ შეცდომათა კომედია’’,  ‘’ჭირვეულის მორჯულება’’, ‘’ზაფხულის ღამის სიზმარი’’, ‘’აურზაური არაფრის გამო’’, ‘’ვენეციელი ზღაპარი’’, ‘’ როგორც გენებოთ ‘’- მხიარული განწყობის მიღმა  თავსდება  სერიოზული სოციალური მნიშვნელობის პრობლემა  იხატება დადებითი ჰუმანისტური იდეები........
ხიდაშელი მარიამ
„ჭირვეულის მორჯულება ‘’ დაიწერა 1593 წელს -ნაწარმოების მთავარი გმირია მშბელი მამისა და ყველას მიერ ურჩად აღიარებული გასათხოვარი ქალიშვილი კატერინა,  კატერინას ჭირვეულობის მიღმა იმალება საკუთარი პიროვნული ღირსებებისათვის მებრძოლი ქალი, მალე მას ხელის მთხოვნელი გამოუჩნდება , ახალგაზრდა ჭაბუკი პერუჩიოს სახით. იგი ცოლად ირთავს  და სხვადასხვა საშალებით მოათვინიერებს და მოარჯულებს ცოლს......კომედიის ბოლოს მორჯულებული ქალი საოცარი მოკრძალებით  და დიდი ქალური სინაზით საუბრობს ქმრისადმი ცოლის მორჩლების ურყევი პრინციპების შესახებ, იგი ზიზღით უყურებს თავუსუ და  ბიანკას მსგავს ადმიანებს , რომელნიც დაცლილნი არიან ღირსებებისაგან........




47  გულიაშვილი მარიამ
ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში აღარ აქვთ მტრობა,
დამეგობრდნენ და ძველი შუღლი არ აგონდებათ,
ხან თვალებს უნდათ მაგ უებრო მშვენებით თრობა,
ხან გული იწყებს უშენეობით ოხვრა გოდებას,
და თუკი თვალებს წარმოუდგა შენი ხატება,
გულიც ესწრება ამ სანატრელ წუთებს მზიანებს,
თუ სიყვარულით თვითონ გული გეღაღადება,
ამ ნეტარებას გული თვალებს გაუზიარებს.
ხან თვალით გიმზერ, ხან კი გულით: რატომ გეძიო,
გინდ შორს წახვიდე, მაინც ჩემთან რცები მარადჟამს;
საით გამასწრებ, რომ ოცნებით ვერ დაგეწიო,
ჩემი ოცნება ხომ მარადის გიდგას დარაჯად.
როცა ვიძინებ, სენი სახე თვალთ მეხატება,
გულს აღვიძებს ღამით შენი გამოცხადება.




47  ბექაური ლუკა
Betwixt mine eye and heart a league is took,
And each doth good turns now unto the other:
When that mine eye is famish'd for a look,
Or heart in love with sighs himself doth smother,
With my love's picture then my eye doth feast
And to the painted banquet bids my heart;
Another time mine eye is my heart's guest
And in his thoughts of love doth share a part:
So, either by thy picture or my love,
Thyself away art resent still with me;
For thou not farther than my thoughts canst move,
And I am still with them and they with thee;
Or, if they sleep, thy picture in my sight
Awakes my heart to heart's and eye's delight
.

თედელური თიკო
შექსპირის ისტორიული დრამები - შექსპირი ძალზე დაინტერესებული იყო ისტორიული თემატიკით; შექსპირის ისტორიულ დრამებში ასახულია მეფეთა ცხოვრება, სამეფო ტახტებისათვის ბრძოლა, პატივმოყვარე და თავნება ფეოდალები- რომლებიც საფრთხეს უქმნიან ინგლის .........
„რიჩარდ მესამე’’, „რიჩარდ მეორე’’, „მეფე ჯონი’’, „ჰენრი მეოთხე“  -  ნაწარმოები დაიწერა  1597 წელს  -ეს ორ ნაწილიანი დრამაა და საფუძვლად უდევს ისტორიული წყაროები  - პირველ ნაწილშ ასახულია ფეოდალების მიერ 1403 წლის აჯანყება მეფის წინააღმდეგ, რაც მარცხით მთავრდება. მეორე ნაწილში ასახულია ორი ისტორიული ფაქტი,  კერძოდ 1405 წელს აჯანყება  მეფის წინააღმდეგ  მარცხით დასრულებული - ნაწარმოებში ვეცნობით მომავალ ინგლისის  ტახტის მემკვიდრეს, ახალგაზრდა უფლისწულ ჰენრი მეოთხეს- შემდგომში მეხუთედ წოდებულს ისტორიაში- ჰენრი ტახტზე ასვლამდე უდარდელ ხელაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა-დაკლარილებულ ფეოდალურ აზნაურთა წრეში,  კერძოდ სერ-ჯონ ფოლსტაფის საზოგადოებაში- რომელიც თავნება რაინდია დაცლილი სიყვარულისაგან , როდესაც მისი სამშობლოს  ბედი წყდება  ინგლისის ტახტის დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, იგი სრულიად დამშვიდებული ათავისუფლებს ჯარისკაცებს, მათგან მიღებული ფულით ნაყიდი ღვინით გაბრუებული, მსჯელობს სინდისზე და პატიოსნებაზე- მას სჯეროდა მეფესთან მეგობრობის, მაგრამ  პიესის ბოლოს ჰენრი მეხუთე ჩამოშორდება  შეუფერებელ საზოგადოებას სადაც ახალგაზრდობაში თავდავიწყებას ეძლეოდა და  აკვირდებიან ინგლისის ჭრელ ცხოვრებას......

51                     ქავთარაძე ანა
თუმც მიჩანჩალებს ჩემი ცხენი, არ ვსაყვედურობ,
აღარ სჭირდება ჩემს ბედაურს ფრთებად ქარები,
იცის არსაით მივიჩქარი საუბედუროს.
შენგან მივდივარ, შენსკენ ხომ არ მოვეჩქარები?!
დაბრუნებისას მომინდება ლაღი ჭენება,
ალბათ, ვინატრებ ქარიშხალმა რომ დაუბეროს,
მაშინ შურდულიც, ალბათ, ზანტად მომეჩვენება
და მომინდება ცეცხლოვანი რაში უბელო.
თუმცა ჩემს სურვილს ვერ გაასწროს თვითონ პეგასმა,
ჩემი სურვილი, ვიცი, გზაში არ დამაყოვნებს,
თუკი სიყვარულს უფრთამალეს რაშად შევკაზმავ,
მე ჩემი ცხენის ჯალაგობაც არ დამაღონებს.
თუ ფეხს ითრევდა, როს ვტოვებდი ძვირფას მეგობარს,
ახლაც იაროს, მე ტრფიალის ფრთებიც მეყოფა
~

ტორაძე ბაქარ
51.Thus can my love excuse the slow offence
Of my dull bearer when from thee I speed:
From where thou art why should I haste me thence?
Till I return, of posting is no need.
O, what excuse will my poor beast then find,
When swift extremity can seem but slow?
Then should I spur, though mounted on the wind;
In winged speed no motion shall I know:
Then can no horse with my desire keep pace;
Therefore desire of perfect'st love being made,
Shall neigh--no dull flesh--in his fiery race;
But love, for love, thus shall excuse my jade;
Since from thee going he went wilful-slow,
Towards thee I'll run, and give him leave to go.


66       ჯანეზაშვილი გვანცა
Tired with all these, for restful death I cry,
As, to behold desert a beggar born,
And needy nothing trimm'd in jollity,
And purest faith unhappily forsworn,
And guilded honour shamefully misplaced,
And maiden virtue rudely strumpeted,
And right perfection wrongfully disgraced,
And strength by limping sway disabled,
And art made tongue-tied by authority,
And folly doctor-like controlling skill,
And simple truth miscall'd simplicity,
And captive good attending captain ill:
Tired with all these, from these would I be gone,
Save that, to die, I leave my love alone.


66
ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,      ბაქარი
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,                 თაკო ქუმელაშვილი
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,                       ლუკა
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,                 ანა ქავთარაძე
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,           თიკო თედელური
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,                         გვანცა
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,      გულიაშვილი მარიამი
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.                     სალომე მახარაშვილი
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,                  ფარსაღაშვილი ანა
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,                ხიდაშელი მარიამ
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,                  ლუკა
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.          ვარსიმაშვილი მარიამ
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარცევ,                თიკო თედელური
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.  მარი გულიაშვილი








08.05.17





No comments:

Post a Comment

teach and learn

    პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა 17.09.20-06.07.21      07.10.20 Key consulting conference :                                              ...